ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ იტალიურ მედიასთან სერია A-ს აწ დასრულებული სეზონის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, „იუვე“ ჭკვიანურად მოიქცა, რომ ზედიზედ 9 სკუდეტოს შემდეგ გამარჯვების უფლებს სხვა გუნდებსაც მისცა.
„ჩემპიონი ყოველთვის უძლიერესი გუნდი ხდება. მინდა სტეფანო პიოლის მივულოცო, რომელთან ერთად ვთამაშობდი და ასევე, გამოჯანმრთელება ვუსურვო სტეფანო ტაკონის.
ჩემი აზრით ფეხბურთელები იგებენ ან აგებენ. მწვრთნელები აკეთებენ თამაშის ორგანიზებას, მაგრამ თუ კარგი ფეხბურთელი გყავს, გამარჯვება უფრო ადვილია.
„იუვენტუსი“ კარგად მოიქცა, რადგან ზედიზედ 9 წლის შემდეგ სხვებს გამარჯვების უფლება მისცა. ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ, ისინი ჭკვიანურად მოიქცნენ“, – თქვა პლატინიმ.
შეგახსენებთ, რომ მიშელ პლატინი „იუვენტუსში“ 1982-1987 წლებში თამაშობდა.