მთავარი / სიახლეები / სიტუაცია პოგბას სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით

სიტუაცია პოგბას სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. იტალიური მედია იტყობინება, რომ ფრანგ ფეხბურთელს ბოლო დღეებში კლუბის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედიც შეხვდა.

თუმცა, ჯერ ტრანსფერი გადაწყვეტილი არაა, რადგან „პარი სენ ჟერმენი“ ისევ საქმეშია. ტურინელებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ახლა ზინედინ ზიდანი წარმოადგენს.

ფრანგი სპეციალისტი პოგბას დიდი თაყვანისმცემელია და მისი ტრანსფერი „რეალშიც“ სურდა. ამჟამად „ზიზუ“ უკლუბოდაა, მაგრამ ბოლო დღეებში პსჟ-ს დაუკავშირეს და არაა გამორიცხული პარიზული გუნდი ჩაიბაროს. შესაბამისად, მაღალი ხელფასი და ზიდანის ფაქტორი, შეიძლება გადამწყვეტი გამოდგეს.

ამიტომ, „იუვენტუსი“ მოლაპარაკებების დაჩქარებას ცდილობს, რომ პოგბას ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დახუროს. „იუვე“ ფრანგს 8 მილიონ ევროს და ბონუსებს სთავაზობს, პსჟ-ს ხელფასი გაცილებით მაღალია. თუმცა, პოლს ტურინში დაბრუნება ურჩევნია, მაგრამ როგორც ვთქვით, დამატებით ზიდანის ფაქტორმა შესაძლოა ვითარება შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. შესაბამისად, „იუვეს“ მისი დაბრუნების შანსი სწორედ უფასოდ აქვს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …