მთავარი / სიახლეები / სერია A / კიელინი: “მე და ზლატანი მოედანზე ერთმანეთს არ ვზოგავდით, მაგრამ მოედანს მიღმა დიდი პატივისცემა გვქონდა”

კიელინი: “მე და ზლატანი მოედანზე ერთმანეთს არ ვზოგავდით, მაგრამ მოედანს მიღმა დიდი პატივისცემა გვქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ჯერ კიდევ მოქმედმა კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ინსტაგრამში გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. მან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედანზე მისი „საუკეთესო მტერი“ იყო.

ლივორნო – ქალაქთან ძლიერი კავშირი მაქვს, 20 წლამდე იქ ჩემი სახლი იყო, იქ გავიზარდე, ჩემი ცოლიც ლივორნოდანაა, მეგობრებიც იქ მყავს, როცა შემიძლია ლივორნოში ვბრუნდები, ზღვა მენატრება. ტურინში ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ ლივორნოში ზღვა მენატრება, საუკეთესო მოგონებები მოზარდობის მოგონებებია.

ფეხბურთი და სწავლა – გაკვეთილების გაცდენა მიწევდა, „ლივორნოს“ აკადემიაში და ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამო. ყოველთვის ვფიქრობდი უნივერსიტეტში სწავლაზე, დრო არ მქონდა, მაგრამ ტურინში ეს სურვილი ისევ გამიჩნდა და დავამთავრე. უნივერსიტეტი დავამთავრე და შემდეგ „ბარსელონასთან“ ვითამაშე.

მეტოქეები – ჩემი საუკეთესო მტერი იბრაჰიმოვიჩი იყო. ტურინში ჩასვლისთანავე უნდა მეშვენებინა, რომ არ მეშინოდა, ვცდილობდი პატივისცემა ასე მიმეღო. მასთან მქონდა და ახლაც მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. მოედანზე ჩვენ ერთმანეთს არასდროს ვზოგავდით, მაგრამ მოედნის მიღმა დიდი პატივისცემა გვქონდა. მიხარია, რომ 40 წლის ასაკშიც ამბობს თავის სიტყვას.

„ალიანც სთედიუმთან“ დამშვიდობება – ერთ-ერთი ყველაზე ემოციური საღამო იყო გასულ ორშაბათს. დამშვიდობება „იუვენტუსის“ სტადიონთან, სადაც ტრიბუნებზე ჩემი ოჯახიც იყო. მშვიდად და ბედნიერი წავედი.

ნაკრები > „იუვე“ – ევროპის ჩემპიონობა რაღაც განსაკუთრებული იყო. ეროვნულმა ნაკრებმა ჩემთვის „იუვესაც“ აჯობა, მიუხედავად მთელი სიყვარულისა და პატივისცემისა, რომელიც მე მაქვს „იუვეს“ მიმართ. იმიტომ, რომ ეროვნულ ნაკრებს სხვადასხვა გუნდების გულშემატკივრები უჭერენ მხარს, საოცარია იმის ნახვა, როცა მთელი ერი ზეიმობს. 37 წლის ასაკში, ბევრი პრობლემის შემდეგ არ მეგონა, რომ ევროპის ჩემპიონი გავხდებოდი.

მომავალი – რამდენიმე კვირაა სხვადასხვა რამეზე ვფიქრობ, მინდა საზღვარგარეთაც ვითამაშო, მაგრამ დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა შევაფასო, ტურინიდან უნდა წავიდე, ბავშვები, ოჯახი წავიყვანო. ჯერ კიდევ ფიქრის ფაზაში ვარ.

გაბრიელე გრავინა – მადლობელი ვარ პატივისცემისთვის, მას იმ დროიდან ვიცნობ, როცა 21-წლამდე ნაკრებში ვთამაშობდი. მინდა გზა ეტაპობრივად გავიარო, ვისწავლო. ახლა ემოციებით ვარ სავსე, რომლებიც სწორი მიმართულებით უნდა მივმართო. ამ მომენტში ყველაზე მეტად მინდა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები თავიდან ავირიდო”.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუსში“ 2005-2022 წლებში 561 თამაში ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …