ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „მალმიოსთან“ (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელ ნახევარმცველს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
„ჯგუფში კარგი სტარტისთვის გამარჯვება ფუნდამენტური იყო, მას შემდეგ, რაც სერია A კარგად ვერ დავიწყეთ. ეს შედეგი თავდაჯერებულობას გვაძლევს, ისევე როგორც გოლის არგაშვება, რაც მნიშვნელოვანია. ფუნდამენტური გამარჯვებაა, ჩემთვის დიდი ემოცია იყო ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოედანზე მოსმენა. კრიტიკა? ნორმალურია, ჩვენ „იუვე“ ვართ და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ გასაუმჯობესებლად“, – თქვა ლოკატელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 19 სექტემბერს, ტურინში, „მილანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.