მთავარი / სიახლეები / მორატა: “გამარჯვებას განსხვავებული მენტალიტეტი მოაქვს”

მორატა: “გამარჯვებას განსხვავებული მენტალიტეტი მოაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „მალმიოსთან“ (3:0) მატჩის შემდეგ, რომელშიც მან გოლი გაიტანა და პენალტი მოიპოვა, კომენტარი გააკეთა. ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით, გამარჯვება გამარჯვებაში გეხმარება.

“გამარჯვება მომდევნო გამარჯვებაში გეხმარება, განსხვავებული მენტალიტეტი მოაქვს. ბევრი დადებითი, თუმცა, უნდა ითქვას, რომ „ნაპოლისთანაც“ კარგად ვითამაშეთ და ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა. ახლა გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემპიონთა ლიგა კარგად დაგვეწყო. ჩვენ, როგორც გუნდი ძლიერი ვართ, ჩვენ „იუვე“ ვართ, სიჩქარე უნდა შევცვალოთ, კარგად ვმუშაობთ. ვიცით, რომ გამარჯვებას, ფრეს და მარცხს შორის, ვიწრო ზოლია, წინ უნდა ვიყუროთ, მოვუსმინოთ გამოცდილ ფეხბურთელებს. ახლა „მილანთან“ მატჩია, რომელიც შესანიშნავი გუნდია და შესანიშნავ ფორმაშია, ამიტომ რთული თამაში იქნება“, – თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 19 სექტემბერს, ტურინში, „მილანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …