მთავარი / სიახლეები / კიეზამ გუნდთან ერთად ვარჯიში მალე უნდა დაიწყოს

კიეზამ გუნდთან ერთად ვარჯიში მალე უნდა დაიწყოს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ფედერიკო კიეზას შესახებ Tuttosport-ი პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ტურინული გაზეთი წერს, 3 ოქტომბერს, „ბოლონიასთან“ მატჩის მეორე დღეს კიეზა გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და ვარჯიშზე ფედერიკოს პრობლემა არ შეექმნება, ის თამაშს მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე (13 ნოემბერი) მოახერხებს, ხოლო 100%-ით მზად იანვარში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა იანვრიდან მოყოლებული ტრავმირებულია და გუნდთან ერთად ვარჯიში ამ დრომდე არ დაუწყია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …