მთავარი / სიახლეები / ნიკოლატო: “მირეტი ძალიან ტექნიკურია და ნახევარდაცვაში ყველა ფუნქციის შესრულება შეუძლია”

ნიკოლატო: “მირეტი ძალიან ტექნიკურია და ნახევარდაცვაში ყველა ფუნქციის შესრულება შეუძლია”

იტალიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ნიკოლატომ ფაბიო მირეტის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მირეტი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია და განსაკუთრებით გამოირჩია ბურთის გაჩერების მისი ხარისხი.

„ის ტექნიკურად ძალიან კარგია, შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ ნახევარდაცვაში ყველა ფუნქციის შესრულება შეუძლია. ბურთის გაჩერების კუთხით მაღალი ხარისხი აქვს, ყოველთვის სუფთად თამაშობს და მოქმედების განვითარებაზეა ორიენტირებული. თამაშის ზოგიერთ ასპექტში უნდა მოუმატოს, მაგრამ ეს ნორმალურია“, – თქვა ნიკოლატომ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო მირეტი „იუვენტუსის“ მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონში დააწინაურეს და მან ცხრავე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …