ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა პაულო დიბალას აგენტს, ხორხე ანტუნს კიდევ ერთხელ შეხვდა.
შევხედრა კონტინასას ბაზაზე გაიმართა და უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე შეთანხმება ისევ არ შემდგარა, მაგრამ ორივე მხარე მზადაა თანამშრომლობის გასაგრძელებლად და მომდევნო კვირაში კიდევ ისაუბრებენ.
დიბალას „იუვენტუსი“ კონტრაქტს 2025 წლამდე სთავაზობს, სეზონში 8 მილიონი ევროს ანაზღაურებით.