მთავარი / სიახლეები / “სასუოლომ” ლოკატელის შემცვლელი იყიდა, “იუვესთან” მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართება

“სასუოლომ” ლოკატელის შემცვლელი იყიდა, “იუვესთან” მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართება

ტურინის “იუვენტუსის” და “სასუოლოს” წარმომადგენლები პარასკევს მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ შეხვდებიან.

ემილიურმა კლუბმა ფეხბურთელს ფასი 35 მილიონ ევრომდე დააკლო და ამჯერად მხარეები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მიაღწევენ.

პარალელურად, “სასუოლომ” ლოკატელის შემცვლელი უკვე იყიდა. ბრაზილიელი ნახევარმცველი მათეუსი ენრიკე, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩემპიონი გახდა. ამან შესაძლოა, მანუელის ტურინში გადასვლას ხელი შეუწყოს.

თუმცა, ცხადია, მთავარი კლუბებს შორის ფინანსური შეთანხმება იქნება, რისი მიღწევაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …