მთავარი / სიახლეები / ზიდანი, დავიდსი, წარსული “იუვენტუსში” და აწმყო – პაოლო მონტეროს ვრცელი ინტერვიუ

ზიდანი, დავიდსი, წარსული “იუვენტუსში” და აწმყო – პაოლო მონტეროს ვრცელი ინტერვიუ

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა პაოლო მონტერომ Sky Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ურუგვაელმა „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა, მაგრამ საუბარი „სამბენედეტეზეზე“ საუბრით დაიწყო, რომლის მთავარ მწვრთნელად ამჟამად მუშაობს.

სამწვრთნელო კარიერა და წითელი ბარათის გამო სიბრაზე

გამიმართლა, რომ სამხრეთ ამერიკასა და იტალიაში ისეთი დიდი მწვრთნელები მყავდა, როგორებიც მენოტი, ლიპი, პრანდელი, მონდონიკო, კაპელო, ანჩელოტი არიან და ყველასგან რაღაც ვისწავლე, გარდა ამისა საკუთარი იდეებიც მაქვს. „სამბენედეტეზეში“ ამჟამად ძალიან ბედნიერი ვარ. თუ ვუბრაზდები ფეხბურთელს წითელი ბარათის მიღების შემთხვევაში? თუ ეს პროტესტის გამო ხდება, დიახ. მე არასდროს მიმიღია წითელი ბარათი მსაჯთან პროტესტის გამო.

დაუვიწყარი და შესანიშნავი ემოციები „იუვენტუსში“

რას ვგრძნობდი, როდესაც „იუვენტუსში“ გადავედი? მივედი გუნდში, რომელსაც ერთი თვის წინ ჩემპიონთა ლიგა ჰქონდა მოგებული. ისეთი პერსონაჟების ხილვა, როგორებიც გუნდში იყვნენ, დაუყოვნებლივ ოთახის გაყოფა ფერარასთან, ვარჯიში პერუცისთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად, შთამბეჭდავი ემოცია იყო. იქ თავმდაბლობა და გუნდურობა ვისწავლე. განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა ზიდანთან? ის და დელ პიერო იყო ორი ფეხბურთელი, რომლებიც თამაშის ბედს წყვეტდნენ ჩვენს სასარგებლოდ. ზიზუ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და თავმდაბალი ადამიანი იყო, რომელიც მინახავს, არაჩვეულებრივი პერსონა. გასახდელში მის ხმას ვერ გაიგებდით, მხოლოდ გამარჯობას და ნახვამდის ამბობდა. თავიდან გაუჭირდა და ამბობდნენ, რომ იანვარში გუნდს დატოვებდა, ძალიან მორცხვი იყო. საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთანაც მითამაშია? მე იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო დეკადში ვითამაშე: ზიდანი, დელ პიერო, ფერარა, პერუცი, დეშამი. ჩემს ეპოქაში მსოფლიო დონის მოთამაშეები იყვნენ.

ისტორია „იუვენტუსის“ პერიოდიდან

ორ-სამ თამაშს თუ წავაგებდით, დავიდსი ერთი თვე არ გველაპარაკებოდა. ყველაზე დიდი ემოცია სკუდეტოების მოგება იყო, იმედგაცრუება კი ჩემპიონთა ლიგის ფინალები, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. სამჯერ წავაგე ფინალში, მაგრამ ყველაზე მტკივნეული და გაუგებარი „რეალთან“ მარცხი იყო, ასევე „დორტმუნდთან“.

დე ლიხტი – დემირალი: მომავლის დუეტი

დე ლიხტი ნამდვილი ჩემპიონია. ყველა იარაღი აქვს, რომ უფრო ძლიერი გახდეს. არამხოლოდ ის, არამედ დემირალიც ძალიან ძლიერია. ორივე მათგანი შეიძლება გახდეს „იუვენტუსის“ მომავლის დაცვის ცენტრალური წყვილი.

ოცნება – „იუვენტუსის“ მწვრთნელობა

ყველა ყოფილი ფეხბურთელი ოცნებობს „იუვენტუსის“ მწვრთნელობაზე, მაგრამ ეს ძალიან შორეული ოცნებაა. ძალიან ცოტა ყოფილი მოთამაშეა, რომელმაც ეს შეძლო, მაგრამ ცხადია, რომ ეს მომეწონება.

ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ წყევლა

იღბალიც საჭიროა. იყო გუნდები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა დაუმსახურებლად მოიგეს. „ბარსელონასთან“ ფინალში „იუვე“ ნახევარი საათი დომინირებდა, მაგრამ ვერ გაიტანა და შემდეგ პირველივე შეტევაში გოლი გაუშვა.

კიელინის მნიშვნელობა

მისი არყოფნა გუნდს სეზონის განმავლობაში დაეტყო, ეს მეტოქეებზეც მოქმედებდა, რომლებმაც იცოდნენ, რომ ჯორჯო 90 წუთი მოედანზე მებრძოლია. „იუვენტუსს“ ახლა ორი მცველი ჰყავს გუნდში, რომლებმაც მისი ისტორია შექმნეს და ორიც ისეთი ჰყავს, რომლებიც მომავალში შექმნიან. კიელინიში საკუთარ თავს ვხედავ, რადგან ჩემსავით ცაციაა.

კრიშტიანუ რონალდუს შეჩერების მეთოდი

ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, რომელიც მინახავს, მარადონაა. მინდა კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაში, უმჯობესია საუკეთესოს გაუმკლავდე, როგორ უნდა შეაჩერო? ის ფიზიკურად ძლიერი და სწრაფია, თანაგუნდელები უნდა დაგეხმარონ, ერთი-ერთზე არ უნდა დატოვო მცველთან. ეს ასევე დამოკიდებულია თანაგუნდელების პერსონალურ თვისებებზე. ყველაზე ძლიერი ფორვარდი, რომელიც შემჩერებია, ფენომენი, ბრაზილიელი რონალდოა.

ანიელის ღამის ზარები

მე არასდროს მეშინობა იბრაჰიმოვიჩის, მაგრამ პატივს ვცემდი. უცნაური ადამიანია, ისევე როგორც დავიდსი, მაგრამ ერთგული. ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ ბევრ საქმეს აკეთებს. ჯანი ანიელი? დილის 5 საათზე დაგირეკავდა, რომ გაეგო როგორ იყავი. ცოტა ხანს გაგესაუბრებოდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …