ჯანლუიჯი დონარუმას „იუვენტუსში“ ტრანსფერი ისევ აქტუალურია. მინო რაიოლას რჩევით იტალიელი კიპერი „როსონერისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, ეს გარემოება კი მას სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აიაფებს.
დონარუმას ყიდვა „იუვენტუსს“ 30 მილიონ ევროდ შეუძლია, გვამცნობს იტალიური მედია. ტურინელები არ გამორიცხავენ, რომ ზაფხულში ვოიცეხ შჩესნის შეელიონ და აქცენტი ახლაგაზრდა იტალიელზე გააკეთონ.
„იუვენტუსი“ ბარტერის ვარიანტსაც არ გამორიცხავს. „მილანს“ ცენტრალური მცველი სჭირდება და საქმეში შესაძლოა მერიჰ დემირალი ჩართონ. განიხილება მეორე შესძლებლობაც – ფედერიკო ბერნარდესკის ლომბარდიაში დონარუმას სანაცვლოდ გაშვება.
შეგახსენებთ, რომ დონარუმა „მილანის“ აკადემიის აღზრდილია და კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.