ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა ზაფხულში მაურო იკარდით გაძლიერდეს. არგენტინელის გამოსყიდვას პსჟ არ აპირებს და სწორედ ტურინულ გრანდში უნდა გადასვლა.
„იუვენტუსიც“ მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, „იუვე“ მზადაა იკარდის ტრანსფერში ხუან კუადრადო ჩართოს და კოლუმბიელი მილანში გაუშვას.
თუმცა, „ინტერის“ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს სხვა მოთხოვნა აქვს – ლეონარდო ბონუჩი. კონტეს ყოფილ შეგირდთან მუშაობა სურს, რომელიც მისთვის ჩვეულ სამმცველიან ტაქტიკაში იდეალურად ჯდება.
ჯერჯერობით ეს მხოლოდ Calciomercato-ს ცნობაა, რომლის შესახებ არცერთ მხარეს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.