„იუვენტუსსა“ და პაულო დიბალას კონტრაქტის გახანგრძლივება მხოლოდ დროის საკითხია. Calciomercato-ს ინფორმაციით, მოცემული ვითარებაა მხოლოდ დაბრკოლება (კორონავირუსის პანდემია), მითუმეტეს, რომ თავად არგენტინელის დაინფიცირებულია.
ყველაფრის ჩავლის შემდეგ მხარეები ოფიციალურად გამოაცხადებენ ტურინელი ქომაგებისთვის მეტად სასიხარულო ინფორმაციას.
დიბალა კონტრაქტს, რომელიც 2022 წელს იწურება, 2024 ან 2025 წლამდე გაახანგრძლივებს და სეზონში ანაზღაურების სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს. ამგვარად, მასზე მაღალი ანაზღაურება გუნდში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ექნება.
იტალიური მედიის ვარაუდით, დიბალასა და „იუვენტუსთან“ ახალ კონტრაქტს შორის ამჯერად არაფერი დგას. შეგახსენებთ, რომ პაულო ტურინში 2015 წლიდან თამაშობს და 216 შეხვედრაში 91 გოლი აქვს გატანილი.