მთავარი / სიახლეები / სერია A / ზემანი: “მსაჯს პენალტების დანიშვნის საფუძველი ჰქონდა”

ზემანი: “მსაჯს პენალტების დანიშვნის საფუძველი ჰქონდა”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩში დანიშნულმა პენალტებმა, განსაკუთრებით მეორე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. „იუვეს“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოძულე, ზდენეკ ზემანი კი, საკამათოს ვერაფერს ხედავს.

ჩეხი მწვრთნელის განცხადებით, მსაჯი სწორად მოიქცა და პენალტის დანიშვნის საფუძველი ორჯერვე ჰქონდა.

„ვნახე თამაში, ორივე პენალტი, რომელიც მსაჯმა და ვიდეორეფერიმ დანიშნეს, შეიძლებოდა დანიშნულიყო, უსაფუძვლო ნამდვილად არ ყოფილა. წარსულში ყველაფერი სხვანაირად და პირიქით ხდებოდა, მაგრამ ახლა პენალტები იყო.

დღეს ვფიქრობ, პრეტენზიების გამოთქმა გაცილებით რთულია. VAR-ი მსაჯებს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“, – თქვა ზდენეკ ზემანი.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …