ფედერიკო ბერნარდესკიმ Sky Sport-თან საუბარში დაადასტურა, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს ნახევარდაცვაში გაატარებს. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გადაწყვეტილება მაურიციო სარისთან საუბრის შემდეგ მიიღო.
„დიახ, ნახევარდაცვის ცენტრში ვითამაშებ. სარისთან ვისაუბრე და ტაქტიკური მიზეზების გამო ამ ექსპერიმენტს ვაკეთებთ. თუმცა, ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ და წინ მივდივართ.
„იუვენტუსი“ იზრდება და ეს ფაქტია, ამაზე შედეგები მოწმობენ. ბედნიერები და საკუთარ დარწმუნებულნი ვართ. კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ სეზონი ძალიან გრძელია და კარგად მიმდინარეობს.
ევროპის ჩემპიონატის? ჯგუფში სახლში ვითამაშებთ და ყველამ მხარი უნდა დაგვიჭიროს. მოუთმენლად ველოდებით, მანჩინისთან ერთად გუნდში შესანიშნავი გარემოა და ეს სასიამოვნოა“, – აღნიშნა ბერნარდესკიმ.