მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი: “”ბარსელონას” ინტერესი საამაყოა, მაგრამ მე უკვე ვარ ტოპ გუნდში”

ბერნარდესკი: “”ბარსელონას” ინტერესი საამაყოა, მაგრამ მე უკვე ვარ ტოპ გუნდში”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ განაცხადა, რომ „ბარსელონას“ ინტერესი საამაყოა, მაგრამ ის უკვე იმყოფება დიდ გუნდში და ტურინში თავს კარგად გრძნობს.

„თუ ვამაყობ „ბარსელონას“ ინტერესით? რა თქმა უნდა, ეს ნორმალურია. როდესაც ტოპ გუნდი შენით ინტერესდება, ეს სიამაყის საფუძველია, მაგრამ მე უკვე ვარ ტოპ გუნდის ნაწილი.

გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, არასდროს გვისაუბრია ტრანსფერზე. მე „იუვესთან“ კონტრაქტი მაკავშირებს და ჩემთვის ეს პრობლემა არაა, ტურინში კარგად ვარ. შემდეგ ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ ხელმძღვანელობას ჩემთან ტრანსფერზე არ ულაპარაკია.

მეტიც, როდესაც ჩემს შესაძლოა გაკითხვაზე იყო კითხვები, ისინი ყოველთვის საპირისპიროს პასუხობდნენ და ეს ძალიან მახარებს“, – თქვა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკომ „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და თამაში იშვიათად უწევს. იანვარში ივან რაკიტიჩთან შესაძლო ბარტერის შესახებ ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია. თუმცა, მინიმუმ ზაფხულამდე იტალიელი ისევ „იუვენტუსში“ ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …