ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისთვის ცნობილია. ჯგუფურ ეტაპთან შედარებით ერთი ცვლილება მოხდა: განაცხადში არ იმყოფება მერიჰ დემირალი, რომელსაც მძიმე ტრავმა აქვს, ხოლო მისი ადგილი ჯორჯო კიელინიმ დაიკავა, რომელიც ასევე სერიოზული ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის განაცხადში არ ყოფილა.
განაცხადი ასეთია:
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი
მცველები: დე შილიო, კიელინი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, ბონუჩი, რუგანი
ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, რემზი, მატუიდი, რაბიო, ბენტანკური
თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, კუადრადო, იგუაინი, ბერნარდესკი
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მერვედფინალში „ლიონს“ შეხვდება და პირველი თამაში 26 თებერვალს საფრანგეთში გაიმართება.