პაულო დიბალას „მანჩესტერში“ გადასვლა გადაწყვეტილია. ყველა დეტალი შეთანხმებულია, მხოლოდ ფეხბურთელის თანხმობა დარჩა.
თუმცა, ამ ერთ დეტალს შეუძლია ყველაფერი ჩაშალოს. თუ არგენტინელი პოზიციას მყარად დაიჭერს და გუნდის დატოვებაზე უარს იტყვის, შესაძლოა გარიგება ჩიხში შევიდეს.
სოციალურ ქსელში ფანები ამ ბარტერის წინააღმდეგ გამოდიან და სპეციალური პოსტებიც მიუძღვნეს. დიბალამ კი ერთ-ერთი პოსტი მოიწონა. წესით, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ხვალ კი პაულოს ტურინში ელოდებიან.