ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ მირკო ვუჩინიჩს Tuttojuve გაესაუბრა და მცირე ინტერვიუც ჩაწერა. მონტენეგროელი ფორვარდის განცხადებით, ტურინში გატარებული პერიოდი ძალიან ენატრება.
გარდა ამისა, ვუჩინიჩმა ისაუბრა ანტონიო კონტეს, მასიმილიანო ალეგრისა და ჯორჯო კიელინის შესახებ:
– გენატრებათ „იუვენტუსი“?
– ძალიან.
– გაივლის „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს?
– შეუძლებელი არაფერია. მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე გვჯეროდეს.
– იქნებით თამაშზე?
– სამწუხაროდ, არა, მაგრამ ყოველთვის ბოლომდე ვუქომაგებ.
– თქვენი რჩეული თანაგუნდელი?
– ანდრეა პირლო.
– მცველი, რომლის წინააღმდეგ თამაში ყველაზე რთულია?
– ჯორჯო კიელინი. თამაშებზე, ვარჯიშებზე, ყველგან პირველი ნომერია.
– რას ფიქრობთ კრიშტიანუ რონალდუზე?
– ძალიან ძლიერია.
– ანტონიო კონტე?
– ნამდვილი გამარჯვებული!
– და ალეგრი?
– გამარჯვებული გზის გაგრძელება ადვილი არაა, „იუვე“ მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად ასპარეზობს. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.
– „იუვენტუსიდან“ საუკეთესო მოგონებები რა არის?
– ძალიან ბევრია! გამარჯვებები, მეგობრები და ახალი ძმები.