მთავარი / სიახლეები / “იუვე” კიეზას გადაბირებას ზაფხულში გეგმავს

“იუვე” კიეზას გადაბირებას ზაფხულში გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ფედერიკო კიეზას გადასაბირებლად ყველა ღონეს იხმარს. Tuttosport-ის ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩის მთავარი სამიზნე სწორედ 21 წლის იტალიელია, რომელიც სამშობლოში ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად მიიჩნევა.

კიეზას „ფიორენტინა“ 70 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ტურინული მხარე მზადაა „იების“ ყველა ფინანსური მოთხოვნა დააკმაყოფილონ. საინტერესოა, რომ თავად კიეზას, როდესაც „იუვეზე“ დაიკითხნენ, ორაზროვანი პასუხი ჰქონდა:

„მე „იუვეში“? ამჟამად, ფორცა „ვიოლა“, – თქვა კიეზამ.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ზაფხულში. დიდი შანსია, რომ ფედერიკო ბერნარდესკის შემდეგ კიეზაც ტურინის გზას დაადგეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …