მთავარი / სიახლეები / ტალიაფიკოს აგენტი: “მარსელო “იუვენტუსში” გადადის”

ტალიაფიკოს აგენტი: “მარსელო “იუვენტუსში” გადადის”

ამსტერდამის „აიაქსის“ მარცხენა მცველი ნიკოლას ტალიაფიკო მადრიდის „რეალის“ ინტერესის სფეროშია. ამის შესახებ არგენტინელი ფეხბურთელის აგენტმა რიკარდო შლიპერმა განაცხადა.

ეს ინფორმაცია „იუვესთან“ კავშირშია, რადგან შლიპერი ამბობს, რომ მარსელო „იუვენტუსში“ გადადის.

„ვიცი, რომ ჩემი კლიენტის სახელი „რეალის“ სიაშია, რადგან ამბობენ, რომ მარსელო „იუვენტუსში“ გადადის“, – თქვა შლიპერმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მარცხენა მცველის „იუვეში“ შესაძლო გადაბარგების შესახებ ავტორიტეტული გამოცემები უკვე კარგა ხანია ინტენსიურად წერენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …