უეფას საქმის დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო დიეგო სიმეონესა და მასიმილიანო ალეგრის შესახებ.
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში სიმეონემ ხოსე ხიმენესის გოლი ემოციურად, უხამსი ჟესტით აღნიშნა და სწორედ ამის შესახებ იმსჯელებს სადისციპლინო კომიტეტი – არგენტინელს დისკვალიფიკაცია ემუქრება.
იგივე სანქცია ემუქრება მასიმილიანო ალეგრის. „იუვენტუსი“ „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში მეორე ტაიმში დაგვიანებით გამოვიდა და სწორედ ამ მიზეზით უეფაში ალეგრის საკითხზეც იმსჯელებენ.
უეფა ზემოხსენებულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.