მთავარი / სიახლეები / ამაური: “მთელმა იტალიამ “იუვეს” უნდა უქომაგოს”

ამაური: “მთელმა იტალიამ “იუვეს” უნდა უქომაგოს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ამაურიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. ბრაზილო-იტალიელი ფეხბურთელი სხვადასხვა საკითხებს შეეხო, მათ შორის, „პალერმოსა“ და „ნაპოლიში“ გატარებულ პერიოდს.

თუმცა, ჩვენ იმ მონაკვეთებს გაგაცნობთ, რომელშიც „იუვენტუსის“ ირგვლივ საუბრობს.

– „იუვენტუსში“ გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?

– კარგი და ცუდი დრო გამოვიარე. კარგ პერიოდში მივედი, ხოლო შემდეგ 2009-2011 წლებში რაღაც შეიცვალა. ხელმძღვანელობა პრაქტიკულად აღა გვყავდა, ფეხბურთელები დეზორიენტირებულები ვიყავით, ჩემპიონატში ზედიზედ ორჯერ გავედით მეშვიდე ადგილზე.

– შემდეგ?

– დაბრუნდა ანიელი და გადაწყდა, რომ ამაური მათ გეგმებში აღარ შედიოდა.

– სერია A-ს უყურებთ?

– რა თქმა უნდა, რადგან იქ დავტოვე მეგობრები, რომლებიც ახლა მწვრთნელები არიან ან ისევ ფეხბურთელები.

– რა აზრის ხართ?

– ლამაზი ჩემპიონატია. მიუხედავად იმისა, რომ პირველ და მეორე ადგილებს შორის დიდი სხვაობაა. „იუვემ“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელით აღიჭურვა, „ნაპოლი“ კი კარგად პასუხობს.

– „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპს დაძლევს?

– ურთულესი იქნება. „ატლეტიკომ“ დაამტკიცა, რომ მტკიცე გუნდია, მაგამ „იუვე“ სახლში ითამაებს და ჰყავს შესაბამისი ფეხბურთელები ქამ-ბექისთვის. მთელმა იტალიამ „იუვენტუსს“ უნდა უგულშემატკივროს.

– „ნაპოლის“ ტიფოზები არ დაგეთანხმებიან…

– კარგად ვიცი, მაგრამ „იუვენტუსი“ იტალიური გუნდია, როგორც „რომა და ჩემპიონთა ლიგა იტალიაში უნდა დაბრუნდეს.

– ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, რომელთანაც გითამაშიათ?

– მქონდა შესაძლებლობა, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრ ჩემპიონთან ერთად მეთამაშა, მაგალითად, მიკოლი, კრესპო, კასანო, ტრეზეგე…

– ერთი დაასახელეთ…

– თუ ერთი უნდა ავირჩიო… ლეგენდა ალექს დელ პიერო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …