მთავარი / სიახლეები / ანასტაზი: “ატლეტიკოსთან” თამაში დიდი იმედგაცრუება იყო”

ანასტაზი: “ატლეტიკოსთან” თამაში დიდი იმედგაცრუება იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა პეტრო ანასტაზიმ Tuttojuve-სთან გუნდშ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გამოვარდნა, სული კრახი იქნება.

ანასტაზი მიიჩნევს, რომ „იუვეს“ მთავარი პრობლემა ფიზიკური კონდიციებია.

– დავუბრუნდეთ კვირის მატჩს. ეს არ იყო ლამაზი „იუვენტუსი“. მხოლოდ შედეგმა გადაარჩინა?

– დიახ, ასეა. „იუვენტუსი“ იმდენად ხარისხიანი გუნდია, რომ ასეთი ცუდი თამაში დაუშვებელია.

– თუ გაქვთ იდეა, რა უნდა შეიცვალოს ამ სიტუაციაში? „იუვე“ ფიზიკურად საშინლად გამოიყურება, თითქოს ამოწურა ძალა?

– ჩემი აზრით, გუნდს გადატვრითა სჭირდება. გუნდი აშკარადაა არაა კონდიციებში. მიუხედავად ამისა, მაქვს იმედი, რომ „ატლეტიკოსთან“ შესაბამის ფორმას დაიბრუნებს და შემდეგ ეტაპზე გავა.

– „ბოლონიამ“ „იუვე“ დაჩაგრა ინტენსიურობით, ფიზიკურად, სირბილში. ეს არ შეიძლება იყო ნორმალური.

– ამ მომენტში ფიზიკური კონდიციები ძალიან მნიშვნელოვანია. „ატლეტიკოსთან“ მოხდა ის, რაც არ გვინდოდა. პასიურობა კიდევ უფრო მძიმეა.

– თქვენი აზრით, ფიზიკური კონდიციების მიღმა შეიძლება არსებობდეს ინდივიდუალური თვისებების პრობლემაც?

– იმედია გუნდის შიდა სამზარეულოში არაფერი ხდება. ასეთი ფეხბურთელებისგან ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს ველოდებით. ესპანელებთან დიდ თამაშს ველოდით, მაგრამ ეს ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო.

– რას ფიქროთ პაულო დიბალას პერიოდზე?

– „ბოლონიასთან“ კარგად ითამაშა, გამარჯვების გოლი გაიტანა. ვფიქრობ, ალეგრი მას ნახევარდაცვის ცენტრში ხშირად ათამაშებს. თუმცა, ჩემი შეფასებით, დიბალა აღარაა ისეთი, როგორც გასულ წლებში. ნამდვილ ჩემპიონესაც უნდა შეეძლოთ სხვადასხვა პოზიციაზე თამაში. ამის მაგალითია მესი: არ აქვს მნიშვნელობა სად თამაშობს, ყოველთვის გადამწყვეტია. თუ ყოჩაღი ხარ, ეს ყველა პოზიციაზე უნდა დაამტკიცო.

– ამ გუნდს ნამდვილი კრიშტიანუ რონალდუც აკლია?

– ვფიქრობ, ეს არაა ის რონალდუ, რომელიც „რეალში“ იყო. ეს შემიძლია მშვიდად და ადვილად ვთქვა.

– მოგწონთ ჟოაუ კანსელუ, რომელიც თავის პოზიციაზე იშვიათად თამაშობს?

– „ბოლონიასთან“ ძალიან არ მომეწონა, მაგრამ ბოლო დროს ფორმაში არაა. შესაბამისად, ბევრი რამ დამოკიდებულია ფიზიკურ კონდიციებზე.

– ალეგრიმ „ბოლონიასთან“ 1:0-ზე მოედანზე კიელინი ბერნარდესკის ნაცვლად გამოიყვანა. ფიქრობთ, რომ ის კმაყოფილია ასეთი უპირატესობით და მეორე გოლის გატანაზე არ ზრუნავს?

– „ბოლონიასთან“ პატივისცემის მიუხედავად, „იუვე“ დიდ პრობლემებს გადააწყდა გუნდისგან, რომელსაც წესით ადვილად უნდა ამრცხებდეს. მიუხედავად ამისა, ფაქტია, „იუვეს“ მეორე ადგილთან 13-ქულიანი უპირატესობა აქვს.

– „ნაპოლისთან“ მატჩის წინ შიშის საფუძველი არსებობს?

– ჩემპიონატში შეშფოთების საფუძველს ვერ ვხედავ. თუნდაც ნეაპოლში წაგების შემთხვევაში, რადგან უპირატესობა 10 ქულა იქნება. ჩემი ფიქრები მთლიანად ჩემპიონთა ლიგას უკავშირები, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია არ მოგვიგია. „ატლეტიკოსთან“ გამოვარდნა სრული დიდი უკმარისობა იქნება, რადგან ყველამ ვიცით, რომ რონალდუ სწორედ ამ ტიტულისთვის დაიმატეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …