„იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი მირკო ვუჩინიჩი ტურინელებს კილიან მბაპეს შეძენას ურჩევს, რომელიც გამორჩეულ ფეხბურთელად მიაჩნია.
გარდა ამისა, 2014 წლის იანვარში „ინტერის“ ნახევარმცველ ფრედი გუარინთან ჩაშლილი ბარტერი გაიხსენა.
„გუარინთან ბარტერს მხოლოდ ხელმოწერა აკლდა. თუმცა, საბოლოო დასასრულით ბედნიერი ვარ, არ ვიცი რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი მილანში. აბუ დაბიში წავედი და კარგად ვიყავი.
„იუვეს“ ადგილზე მბაპეს ვიყიდდდი, მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუ უკვე ჰყავს. მეეჭვება, რომ პსჟ-მ გაყიდოს, მაგრამ მისი მსგავსი ფეხბურთელები ხშირად არ იბადებიან და მოედანზე ყველაფერი შეუძლია“, – თქვა ვუჩინიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ვუჩინიჩი „იუვენტუსის“ ღირსებას 2011-2014 წლებში იცავდა.