„იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალს სინანულით იხსენებს. ჯორჯოს აზრით, ფინალამდე ერთი თვით ადრე „იუვე“ ევროპაში საუკეთესო გუნდი იყო, მაგრამ ფინალები მათთვი ყოველთვის გვიან მოდის.
„არაფერი წარმოუდგენელი არ მომხდარა. დაღლილები ვიყავით. რატომ უნდა გვეჩხუბა შესვენებაზე? ჩვენ 0:3-ს არ ვაგებდით, ნებისმიერ შემთხვევაში ეს უაზრობა იქნებოდა. მანჯუკიჩი პრაქტიკულად ვეღარ დადიოდა, იგივე სჭირდა პიანიჩს.
ამ დრომდე მე სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით. ფინალამდე ერთი თვით ადრე ევროპაში აშკარად საუკეთესო გუნდი ვიყავით. სამწუხაროდ, ფინალები ჩვენთვის ყოველთვის გვიან მოდის. ყველაზე ცუდი ისაა, რომ თამაშის მართვა ვერ შევძელით, მეორე გოლის გაშვების შემდეგ ვფიქრობდით, რომ ყველაფერი დასრულდა და მე პირველ რიგში. ეს არ უნდა გვეფიქრა, რადგან დამთავრებული აბსოლუტურად არაფერი იყო“, – წერს კიელინი.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 2017 წლის ფინალში „რეალთან“ 1:4 წააგო.