მთავარი / სიახლეები / ვიერი: “შესაძლოა, რონალდუ პირლოს სათამაშო სტილს არ შეეფერება”

ვიერი: “შესაძლოა, რონალდუ პირლოს სათამაშო სტილს არ შეეფერება”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელებმა კრისტიან ვიერიმ და ანტონიო კასანომ პირდაპირ ეთერში ჩართვისას „იუვენტუსის“ „ლაციოსთან“ ნაჩვენებ თამაშზე ისაუბრეს. ვიერი ფიქრობს, რომ კრიშტიანუ რონალდუ ანდრეა პირლოს სათამაშო ხედვაში ვერ ჯდება.

„რაც ვნახე, „იუვენტუსმა“ კარგი თამაში ჩაატარა, ეს შესანიშნავი გამარჯვება იყო, რადგან დააქამბექეს. რონალდუს სკამზე ყოფნამ დამაფიქრა, იქნებ, რონალდუ არ არის ანდრეა პირლოს სათამაშო სტილისთვის შესაფერისი. მის გარეშე გუნდმა კარგად ითამაშა“, – თქვა ვიერიმ.

კრისტიან ანტონიო კასანოც დაეთანხმა, რომელმაც „ლაციოსთან“ მატჩზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა:

„ლაციომ“ და „იუვემ“ კარგი პირველი ტაიმი ჩაატარეს. მეორე ტაიმში „იუვე“ 11 ფეხბურთელით უტევდა და 11 ფეხბურთელით თავს იცავდა, როგორც ეს პირლოს სურს. არ ვიცი, ეს ჩემპიონთა ლიგაზე საკმარისი იქნება თუ არა, მაგრამ ამ „იუვემ“ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა.

რონალდუ არ შეიძლება პრობლემა იყოს, მაგრამ როდესაც გარკვეულ წერტილამდე მიდიხარ, მაგალითად ისეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის, როგორც არის ჰოლანდი, შეგიძლია ისეთი ადამიანი გაწირო, როგორც რონალდუა. ანდრეას სათამაშო სტილისთვის, სხვა ტიპის ფეხბურთელია საჭირო. კრიშტიანუ დაცვას ნაკლებად ეხმარება, გუნდურად ნაკლებად თამაშობს. თუ „იუვეს“ ახალი ციკლის დაწყება სურს, თუ სურთ პირლოს კიდევ ერთი შანსი მისცენ, არ გამიკვირდება თუ რონალდუს გაუშვებენ“, – აღნიშნა კასანომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …