მთავარი / სიახლეები / ვიერი: “კონტეს “ინტერი” სკუდეტოს ვერ მოიგებს, “იუვე” ბევრად ძლიერია”

ვიერი: “კონტეს “ინტერი” სკუდეტოს ვერ მოიგებს, “იუვე” ბევრად ძლიერია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ განაცხადა, რომ „ინტერი“ ანტონიო კონტესთან ერთადაც ვერ შეძლებს „იუვენტუსის“ დამარცხებას. „ბობო“ მიიჩნევს, რომ „იუვე“ ბევრად ძლიერია, ვიდრე სხვა იტალიური გუნდები.

„მცდარია იმაზე ფიქრი, რომ „ინტერი“ „იუვენტუსის“ შეჩერებას მოახერხებს. „ბიანკონერი“ ძალიან ძლიერია და ბევრად წინაა, ხოლო „ნერაძურიმ“ ყოველწელს იმაზე უნდა იფიქროს, როგორ გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე. არ შეიძლება ფეხბურთელებზე ზეწოლის მოხდენა იმაზე საუბრით, რომ სკუდეტოს მოგება შეუძლიათ. კონტე დიდებული მწვრთნელია, მე ანტონიოს მეგობარი ვარ, მაგრამ სპალეტის წასვლის გამოც ვწუხვარ.

სარი? „იუვე“ ძალიან ძლიერი იქნება მასთან ერთადაც. სარის შეუძლია თავისი სტილის დამკვიდრება და „იუვენტუსმაც“ მწვრთნელი ამიტომ შეიცვალა. „ბიანკონერის“ ევროპაში დომინირება სურს, შესაძლოა ამას დრო დასჭირდეს, მაგრამ თამაშის ხარისხი მალევე მოვა. „ინტერს“, „მილანს“, „ნაპოლისა“ და „რომას“ სკუდეტოს მოგება არ შეუძლიათ“, – თქვა ვიერიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …