მთავარი / სიახლეები / ესპანელი ჟურნალისტი: “გვარდიოლა “იუვენტუსში” იმუშავებს, ოღონდ 2 წლის შემდეგ”

ესპანელი ჟურნალისტი: “გვარდიოლა “იუვენტუსში” იმუშავებს, ოღონდ 2 წლის შემდეგ”

პეპ გვარდიოლა „იუვენტუსის“ მწვრთნელი გახდება, ოღონდ ორი წლის შემდეგ. აღნიშნულის შესახებ QSVS-ის ჟურნალისტი კრისტინა სუბერო იტყობინება. მისი განცხადებით, გვარდიოლას ესპანეთის, ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონობის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატის მოგება უნდა. მაგრამ მომდევნო ორი სეზონი „სიტიში“ დარჩება.

„მომდევნო ორი წელი „მანჩესტერ სიტიში“ დარჩება, როგორც თავად თქვა, ეს მართალია. „იუვენტუსს“ უარი „სიტიში“ დარჩენის გამო უთხრა. „იუვეში“ წასვლა იმიტომ არ უნდა, რომ სიტყვის კაცია, უნდა „სიტისთან“ კონტრაქტს პატივი სცეს, მაგრამ დასამალი არაა, რომ მისი ოცნება ოთხივე დიდი ჩემპიონაის მოგებაა. ამიტომ, იტალიაში ის აუცილებლად იმუშავებს.

„იუვენტუსი“ სწორედ ის გუნდია, სადაც გვარიოლა აუცილებლად წავა. მან ყველა ჩემპიონატში გამოიყენა თავისი სტილი და ახლა მხოლოდ იტალია დარჩა და ორი წლის შემდეგ „იუვენტუსს“ ჩაიბარებს.

ახლა კი ნამდვილად „სიტიში“ რჩება, თუნდაც უეფასგან ინგლისურმა გუნდმა სანქციები მიიღოს. სხვათა შორის, მის ოჯახს იტალია ძალიან უყვარს“, – თქვა სუბერომ.

შემთხვევითი სიახლე

დიბალა და ხედირა: ტრანსფერებიდან სასტარტო შემადგენლობაში

ტურინის „იუვენტუსი“ 2019-2020 წლების სეზონის სასტარტო მატჩს 24 აგვისტოს, სტუმრად „პარმასთან“ გამართავს. მაურიციო სარი კი …

მანჯუკიჩის “ბაიერნში” გადასვლა გამოირიცხა

მარიო მანჯუკიჩის მიუნხენის „ბაიერნში“ ტრანსფერი გამოირიცხა. აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს, როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა წერს, …