ტურინის „იუვენტუსმა“ „ემპოლისთან“ შეთანხმებას მიაღწია ჰამედ ჟუნიორ ტრაორეს შესახებ. იტალიური მედიის ცნობით, კოტ დივუარელი ფეხბურთელის ტრანსფერი სულ მალე დადასტურდება.
გარიგების ფინანსური მხარე და კონტრაქტის დეტალები უცნობია, მაგრამ გაირკვა ის, რომ ტრაორეს „იუვე“ დამდეგ სეზონში სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით „სასუოლოში“ გაანათხოვრებს.
19 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.