ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი კრისტიან ვიერი „იუვენტუსის“ შესახებ საუბრობს. „ბობოს“ განცხადებით, ტურინში კარგად მუშაობენ და ამის დასტური კრიშტიანუ რონალდუა.
გარდა ამისა, ვიერიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზეც გააკეთა მცირე კომენტარი:
„როდესაც უცხოელი ფეხბურთელი გირჩევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს კარგად აკეთებ. რონალდუს ტრანსფერი ძალაუფლების ინდიკატორია. „ატლეტიკო“? – „იუვესა“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრა ფინალის ტოლფასია“, – თქვა ვიერიმ.