ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ იტალიურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი გააკეთა. მან შეაქო ბერგამოს „ატალანტა“, მაგრამ გააკრიტიკა სხვა იტალიური გუნდები, მათ შორის „იუვენტუსიც“.
„იუვენტუსი“ დიდი გუნდია, მაგრამ იტალიურ ფეხბურთს თამაშობს და ეს არაა ოპტიმისტური. მომწონს ისეთი გუნდები, რომლებიც გამარჯვებისთვის თამაშობენ დაიმსახურებენ ამ გამარჯვებას თამაშის ხარისხით. „ატალანტას“ საკუთარი სტილი აქვს, „მილანს“ და „ინტერს“ არ გააჩნიათ თავიანთი სტილი, ხოლო „ნაპოლის“ სარისთან სხვა სტილი ჰქონდა, ანჩელოტისთან სხვა აქვს“, – განაცხადა საკიმ.