ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ ტალანტის, ნიკოლო ძანიოლოს გადაბირებაზე მუშაობას სერიოზულად გეგმავს. Goal-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ „ჯალოროსი“ 19 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, „იუვე“ შეეცდება ზაფხულში ნიკოლო იყიდოს.
დასახელდა კონკრეტული თანხაც – 40 მილიონი ევრო. „ბებერი სინიორა“ მზადაა, რომ სწორედ ამდენი გაიღოს 19 წლის იტალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ.
ნიკოლო ძანიოლოს სერია A-ში მხოლოდ 13 მატჩი აქვს ჩატარებული (3 გოლი), მაგრამ ყურადღება უკვე მიიპყრო. როგორც იტალიური მედია წერს, „იუვე“ ძანიოლოსთვის ბრძოლაში ფავორიტია.