ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა. ჩეხმა კომენტარი გააკეთა, როგორც ჩემპიონთა ლიგის, ისე პაულო დიბალას შესახებ.
ნედვედის განცხადებით, არგენტინელი წელს უკეთ თამაშობს, ვიდრე გასულ სეზონში.
ჩემპიონთა ლიგის წინ შეშფოთება? – აბსოლუტურად არ ვფიქრობთ ახლა ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან მანამდე ჩემპიონატში ორი თამაში გვაქვს ჩასატარებელი. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ და ამისთვის ვმუშაობთ. გოლები გავუშვით, მაგრამ ამ ასპექტზე ვმუშაობთ და გუნდი მზადაა.
დიბალა? – ჩვენ სუპერგმირი ფეხბურთელები გვყავს და შესაბამისად, გვჯერა მათი. ვფიქრობთ, ძლიერი გუნდი გვყავს. დიბალა, მართალია შარშანდელივით შედეგიანი არაა, მაგრამ გაცილებით კარგად თამაშობს, ბევრად კარგად. და, მე კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა ნედვედმა.