ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი კრისტიან ვიერი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსი“ ყველაზე ძლიერია. ბობოს მიაჩნია, რომ ტურინული გრანდი სეზონის განმავლობაში კიდევ უფრო მოუმატებს.
„იუვე“ ყველაზე ძლიერია და ამიტომ ყოველთვის ახერხებს თამაშების მოგებას. ბევრ საგოლე მომენტს ვერ იყენებს, ერთ თამაშს კარგად ატარებს, მეორეს ცუდად, მაგრამ მაინც პირველ ადგილზეა. საოცარი გუნდია“, – თქვა ვიერიმ.