ტურინის „იუვენტუსის“ მცველების მერიჰ დემირალისა და დანიელე რუგანის მიმართ ინტერესს „მილანი“ იჩენს. „როსონერის“ ხელმძღვანელობას ზამთარში დაცვის ხაზი გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი და „იუვესთან“ მოლაპარაკებების დაწყება სურს.
ლომბარდიელებმა ცხადია ორივე ფეხბურთელს ვერ წაიყვანენ, მაგრამ მათი მიზანია, რომ ერთ-ერთის ტრანსფერი გაჩარხონ. უპირატესობას თურქ მცველს ანიჭებენ, მაგრამ არც რუგანიზე იტყვიან უარს.
აღსანიშნავია, რომ დანიელესა და მერიჰს სათამაშო პრაქტიკა პრაქტიკულად არ აქვთ და წელს მოედანზე თითოჯერ გავიდნენ. ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯო კიელინი ტრავმირებულია და როდესაც ის დაბრუნდება (თებერვალ-მარტში) მათი მოედანზე გამოჩენის შანსი თითქმის საერთოდ გაქრება.
შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებით „მილანი“ სარგებლობას აპირებს და იმედოვნებს, რომ ერთ-ერთი მოთამაშის ყიდვას 40 მილიონ ევროზე ნაკლებად შეძლებს, რადგან „იუვე“ ზაფხულში სწორედ ასე აფასებდა თავის ახალგაზრდა მცველებს.