ზაფხულში წარუმატებელი მცდელობის შემდეგ პსჟ მატია დე შილიოს ტრანსფერს იანვარში მიუბრუნდება. Corriere Della Sera-ს ცნობით, ტომას ტუხელის გუნდს ძალიან უნდა იტალიელი მცველის ყიდვა და მზადაა 10 მილიონი ევრო გაიღოს.
გარდა ამისა, განიხილება ტომას მუნიესთან ან ლაიუნ კურზავასთან ბარტერიც. თუმცა, ძნელი იქნება გარიგების ზამთარში გაჩარხვა, რადგან მაურიციო სარი ძალიან კარგად აფასებს დე შილიოს საკითხს.
ის არის ალექს სანდროს პრაქტიკულად ერთადერთი ალტერნატივა და თუ გავითვალისწინებთ ყველა განაპირა მცველებს (ალექს სანდრო, დანილო და ახლა უკვე, ხუან კუადრადოც), დე შილიო ერთადერთია, რომელიც უფრო დაცვითი სტილის მოთამაშეა და თუ სარის დასჭირდება მოედანზე ნაკლებად შემტევი ფეხბუთელი, მაშინ ჩამოთვლილებს შორის, მატია ყველაზე კარგი ვარიანტია.
სწორედ ამიტომ, გამოცემა ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებები გაძნელდება, მაგრამ ლეონარდო და ფრანგული მხარე იანვარში მაინც აპირებენ ტურინელებთან საუბარს.