ტურინის „იუვენტუსი“ მოსკოვში, „ლოკომოტივთან“ მატჩისთვის გაემგზავრა. მაურიციო არიმ რუსეთის დედაქალაქში 20 ფეხბურთელი წაიყვანა. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ დისკვალიფიკაციის გამო ხუან კუადრადო ვერ დაეხმარება.
გარდა ამისა, მოსკოვში გუნდს არ გაჰყოლია მატიას დე ლიხტი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. განაცხადი ასეთია:
მეკარეები: შჩესნი; პინსოლიო, ბუფონი
მცველები: დე შილიო, ალექს სანდრო, დანილო, ბონუჩი, რუგანი, დემირალი
ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, რემზი, მატუიდი, რაბიო, ბენტანკური
თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, იგუაინი, ბერნარდესკი
შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 6 ნოემბერს, თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება.
#JuveUCL | 📝 I convocati in partenza per la Russia ➡️ https://t.co/zNSQnLScyG#FCLMJuve #FinoAllaFine pic.twitter.com/RxDF8AIPY8
— JuventusFC (@juventusfc) November 5, 2019