ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი ტრავმირებულია. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა „ტორინოსთან“ მატჩში მარცხენა კოჭი დაიზიანა და ბოლო საწვრთნელი პროცესი გამოტოვა.
მატიასი „იუვეს“ მოსკოვში „ლოკომოტივთან“ შეხვედრისთვის არ გაჰყოლია. რამდენი ხანი გაუცდება ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იტალიური მედიის ვარაუდით, ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს.
„ლოკომოტივთან“ კი, ლეონარდო ბონუჩის დაცვის ცენტრში დანიელე რუგანი ან მერიჰ დემირალი შეუწყვილდება.