მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ტურინის „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ მისი გუნდი მოედანზე 3 ქულით გავა.
„გუნდი კარგადაა და პოზიტიურად ვართ განწყობილნი. ანტონ მირანჩუკი გუნდთან ერთადაა, სმოლოვი გამოჯანმრთელდა, ჟოაო მარიო კარგადაა.
ვეცდებით, რომ რგოლებს შორის ბალანსი შევინარჩუნოთ. ტაქტიკური სქემა კი მეტოქეზე იქნება დამოკიდებული. გვინდა კარგი თამაში ჩავატაროთ, ჩვენთვის ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს და ამიტომ მთლიანად ხვალინდელ თამაშზე ვართ ორიენტირებული.
გვინდა „იუვეს“ პრობლემები შევუქმნათ, მიზანი სამი ქულის მოპოვებაა. ვიბრძოლებთ თითოეულ ბურთზე, ყოველ ეპიზოდში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეტევასა და დაცვას შორის ბალანსის შენარჩუნება. „იუვეს“ სწრაფი თავდამსხმელები ჰყავს და გასაკვირი არაა, რომ კონტრშეტევებზე ყურადღება დაგვიჭრდება“, – თქვა სიომინმა.
შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივისა“ და „ივენტუსის“ მატჩი 6 ნოემბერს, თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება.