ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ტურინის „იუვენტუსისა“ და მოსკოვის „ლოკომოტივის“ შეხვედრას ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი არბიტრი რუდი ბუკე იქნება, რომელსაც ასისტენტობას გუილამ დებარი და ჟულიენ პასელი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციას ფრანკ შნეიდერი შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივი“ – „იუვენტუსის“ თამაში 6 ნოემბერს, 21:55 საათზე დაიწყება. „იუვე“ გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაიფორმებს.