ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ „იუვენტუსის“ ცუდად არ თამაშობს, რადგან ცუდი თამაშის ფონზე შედეგის მიღწევა შეუძლებელია.
„კარგი თამაშის გარეშე ან სიმტკიცის გარეშე შედეგი არ მიიღწევა. „იუვეს“ შესახებ რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ ჰყავს გარკვეული ტიპის მოთამაშეები და სარი ყველაფერს აკეთებს შედეგისთვის და ამას ლამაზი ფეხბურთის სანაცვლოდ იღებს. სარი ფეხბურთელებს ისეთ პოზიციებზე აყენებს, საიდანაც უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ.
დე ლიხტი? ჩემი აზრით, ასეთ დროს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იყო თუ არა სახიფათო მომენტი“, – თქვა კაპელომ.