მთავარი / სიახლეები / იბრაჰიმოვიჩს “იუვეში” დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ტურინში უარი უთხრეს

იბრაჰიმოვიჩს “იუვეში” დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ტურინში უარი უთხრეს

ზლატან იბრაჰიმოვიჩს იტალიაში დაბრუნება სურს. Calciomercato-ს ინფორმაციით, შვედმა ფეხბურთელმა „იუვენტუსში“ 13 წლის შემდეგ დაბრუნება მოინდომა, მაგრამ ტურინულმა მხარემ მოლაპარაკებების დაწყება არ ისურვა.

ფაბიო პარატიჩისა და მინო რაიოლას შორის დიდი ხანია კარგი ურთიერთობაა, არაერთი გარიგებაც გაჩარხეს, თუმცა, იბრას შემთხვევაში სიტუაცია სხვანაირადაა.

„იუვენტუსი“ უარის მიზეზი არაა ფეხბურთელის გასამრჯელო ან ასაკი. არამედ, ზლატანს „იუვეს“ ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვერავინ დაპირდებოდა და ვინაიდან სკანდინავიელი სათადარიგო სკამისა და კონკურენციის მოყვარული არაა, მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას არ მიუსხდნენ.

შეგახსებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი ტურინის „იუვენტუსში“ 2004-2006 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …