ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-11 ტურში „ტორინო“ 1:0 დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 7 – მას შემდეგ, რაც „იუვე“ დაწინაურდა, საქმეში ჩაერთო და ანსალდის შესანიშნავად აჯობა. გოლის ტოლფასისეივი იყო. ყოველთვის თავდაჯერებულად ირჯებოდა, გამოსვლებზეც.
კუადრადო 6.5 – დაცვით ფაზაში გაიზარდა. ყვითელი ბარათის მიღება იძულებით მოუწია, მაგრამ ტრადციულად მთელ ფლანგზე აქტიურობდა.
ბონუჩი 7 – ყველაფერი თავის თავზე აიღო: მეორე სართულზე თამაში, დასწრებაზე თამაში, ზონების დახურვა. სეზონი დიდებულად დაიწყო.
დე ლიხტი 7 – მეოთხედ ითამაშა საჯარიმოში ხელით, მაგრამ ამჯერად დოვერიმ პენალტი არ დანიშნა, თუმცა ეჭვები დარჩა. მეორე ტაიმში გაიზარდა და „იუვენტუსის“ მაისურით პირველი გოლიც გაიტანა.
დე შილიო 5.5 – მეორე ტურიდან მოყოლებული ლაზარეთში იყო. დაბრუნდა პოზიციაზე, რომელიც ბოლომდე მისი არაა. პირველ ტაიმში ძალიან გაუჭირდა, მეორე ნახევარში გააუმჯობესა.
ბენტანკური 6 – სწრაფად მოქმედებდა, მაგრამ ბევრჯერ სირთულეებსაც გადააწყდა.
ხედირა 6 – თამაშში კარგად ჩაერთო, თავისი სივრცე არ დაუთმია.
პიანიჩი 7 – ბევრი ბურთი მოიპოვა და პასებიც ანაწილა. შესანიშნავად ითამაშა.
მატუიდი 6.5 – ჩვეულებრივი, როგორც ყოველთვის ნახევარდაცვაში იბრძოლა.
ბერნარდესკი 5 – „ტორინოს“ ნახევარმცველებში ჩაიკარგა. ისევ, ყოველთვის რაღაც აკლია.
რემზი 6 – შეეძლო გოლიც გაეტანა, სირიგუმ აჯობა.
დიბალა 6 – პირველ ტაიმში ახლოს იყო გატანასთან, მაგრამ სირიგუს მანაც ვერ აჯობა. კარგად დაიწყო, მაგრამ მერე დაიკარგა. ცვლილებასაც კარგად არ შეხვდა.
იგუაინი 7 – გადამწყვეტი გოლის დროს პასი გააკეთა. ის კუთხურიც მის დიდებულ დარტყმას მოჰყვა.
რონალდუ 6 – სირიგუმ მეორე ტაიმის დასაწყისშ კარგი დარტყმა აუღო. ბრყინვალედ არ უთამაშია.