ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა „ტორინოსთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გამარჯვება დაიმსახურეს.
„ვიცოდით, რომ „ტორინო“ აგრესიულად ითამაშებდა და ეს იქნებოდა ბინძური ბრძოლა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში ასე იყო, მაგრამ შესვენების შემდეგ მოვუმატეთ და სამი ქულა დავიმსახურეთ. ჩვენი მენტალიტეტი სწორედ ესაა“, – აღნიშნა ბენტანკურმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 29 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს.