მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “ჩემი გოლით გამარჯვება განსაკუთრებულია”

დე ლიხტი: “ჩემი გოლით გამარჯვება განსაკუთრებულია”

ტურინის „იუვენტუსში“ მატიას დე ლიხტმა სადებიუტო გოლი გაიტანა. ჰოლანდიელმა „იუვეს“ დერბი დელა მოლე მოაგებინა და თამაშის შემდეგ ბედნიერი იყო.

„ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით და გატანილი გოლით. 1:0 მოგება ჩემი გოლით, ეს განსაკუთრებული გრძნობაა.  ახალ გუნდში მისვლა და ადაპტაციის გავლა რთულია, მაგრამ თანაგუნდელები მეხმარებიან, ჩემთან არიან და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. თამაშიდან თამაშამდე ვსწავლობ.

პირველ ტაიმში ხელით თამაში? ხელები ბუნებრივ მდგომარეობაში მქონდა და წესებით ეს პენალტი არაა. თუ ხელი სხეულზეა მიმაგრებული, პენალტი არ ინიშნება, შესაბამისად, არანაირი თერთმეტმეტრიანი არ იყო“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 29 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …