„იუვენტუსი“ – „ინტერის“ მატჩი წინ კრისტიან ვიერიმ Gazzetta Dello Sport-თან საუბარში ვიერიმ თქვა, რომ „იუვე“ თამაშიდან თამაშამდე უმატებს, თუმცა „ინტერმაც“ მნიშვნელოვანი სიგნალები გაგზავნა.
„ჩვენ ვსაუბრობთ იტალური დერბის შესახებ, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვან კვალს ტოვებს განსაკუთრებით მენტალური თვალსაზირისთ. ეს შესაძლოა კარგი გამოსაყენებელი იყოს, უფრო მეტად „ინტერისთვის“.
„ინტერი“ სკუდეტოს მოიგებს? – სიმშვიდეა საჭირო. უნდა დაველოდოთ 3-4 თვე, რომ გავიგოთ, რამდენად დააღწია გუნდმა თავი წარუმატებელ პერიოდს „იუვენტუსთან“ და „ნაპოლისთან“ შედარებით. ცხადია, სეზონის დასაწყისში „ინტერმა“ მნიშვნელოვანი სიგნალები გაგზავნა.
„იუვენტუსმა“ კი სარისთან ერთად ფილოსოფია და მენტალიტეტი შეიცვალა. სარის უნდა მისმა გუნდმა თამაში აკონტროლოსერთი რამ ნათელია, რომ „იუვე“ თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ეს უკვე აშკარაა.
ჩემპიონთა ლიგა? თუ ეს „იუვესთვის“ ისე აკვიატება იქნება, ძვირად დაუჯდება. ტურინში მშვიდად უნდა იყვნენ, იცხოვრონ კონკურენციის პირობებში. ასეთ დონეზე ნორმალურია, რომ მაქსიმუმს უმიზნებდე, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული ყოველთვის ერთი გუნდია“, – თქვა ვიერიმ.