იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
მომდევნო სანაკრებო პაუზაზე „სკუადრა აძურას“ ღირსებას ორი იუვენტინო, ლეონარდო ბონუჩი და ფედერიკო ბერნარდესკი დაიცავენ.
იტალიის ნაკრები 12 და 15 ოქტომბერს, საბერძნეთისა და ლიხტანშტაინის ნაკრებებს გაეჯიბრება.
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), პიერლუიჯი გოლინი (ატალანტა), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ტორინო)
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), კრისტიანო ბირაგი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), დანილო დ’ამბროზიო (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), არმანდო იცო (ტორინო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ალესიო რომანიოლიო (მილანი), ლეონარდო სპინაცოლა (რომა)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), სტეფანო სენსი (ინტერი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ნიკოლო ძანიოლო (რომა)
თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), ფედერიკო კიეზა (ფიორეტინა), სტეფან ელ შაარავი (შანხაი შენჰუა, ჩინეთი), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი, გერმანია), ჩირო იმმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი)
Roberto #Mancini‘s latest squad for the #EURO2020 qualifiers against Greece 🇬🇷 and Liechtenstein 🇱🇮
Article 👉 https://t.co/7cYYCUPovK#VivoAzzurro pic.twitter.com/LVsU8eadMN
— Italy (@azzurri) October 4, 2019