მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “მილანში დიდებულ “იუვეს” ვიხილავთ”

ბონუჩი: “მილანში დიდებულ “იუვეს” ვიხილავთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ინტერთან“ მატჩის წინ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა. იტალიელმა ფეხბურთელმა პირველ რიგში მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

გარდა ამისა, დაცვის ცენტრში მისი მეწყვილის, მატიას დე ლიხტის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

„ჩვენის მხრივ მილანში მივემგზავრებით შესანიშნავი თამაშის ჩასატარებლად და ვეცდებით სახლში დადებითი შედეგით დავბრუნდეთ. დარწმუნებული ვარ მილანში დიდებულ „იუვენტუსს“ ვიხილავთ. რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ.

„ინტერს“ შესანიშნავი ღირებულების მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე აღიარებულნი არიან. აქვთ საკუთარი თამაშის სტილი. ბარსელონაში ერთი საათი ძალიან მაღალ დონეზე და აგრესიულად ითამაშა.

„იუვენტუსი“ ჩემი ოჯახია და აქ დაბრუნება ჩემთვის დიდი სიხარული იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „იუვეს“ მაისურს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რაც შენს შიგნით რჩება. როდესაც გუნდს ტოვებ, მაშინ ხვდები რა დაკარგე და თავიდან დაბრუნება წარმოუდგენელი სიხარული იყო.

ამ სეზონში დაცვაში განსხვავებულად ვთამაშობთ. თავდაპირველად რამდენიმე პატარა სირთულე უნდა გადავლახოთ. მაგრამ კარგად ვმუშაობთ და დაწმუნებული ვარ, განვითარება ჯერ არ დასრულებულა. დე ლიხტი შესანიშნავი ბიჭია, თავდამბალი, მნიშვნელოვანი თვისებები აქვს ამ ასაკისთვის. მისგან დიდი მოლოდინია და აქვს პოტენციალი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდეს. ახლა ის მშვიდი და წყნარი ბიჭია, რომელმაც ფეხბურთის თამაში უყვარს. უფრო მეტის, ძლიერი და აგრესიულია ერთი-ერთზე თამაშის დროს. სწრაფად იზრდება. უნდა მოუსმინოს, ისწავლოს, რომ თავის თაობაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” “ინტერს” 6 ოქტომბერს ესტუმრება, თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …