ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ Juventus TV-სთან ისაუბრა. იტალიელმა ფეხბურთელმა გოლის აღნიშვნის წესზე გააკეთა კომენტარი. ასევე ხაზი გაუსვა ჩემპიონთა ლიგის სირთულეს.
„მე არ ვარ ცრუმორწმუნე, ჯვრის ნიშანს ვაკეთებ, რადგან ძალიან მწამს ღმერთის. სწორედ ამიტომ ავირჩიე 33 ნომერი.
გოლი მნიშვნელოვანია შენთვის და თანაგუნდელებისთვისაც, მაგრამ ეს არის მაშინ, როდესაც არსებობს საერთო მსხვერპლი და გუნდურად მოგების სურვილი. ჩემპიონთა ლიგა ნამდვილად ცალკე ტურნირია, რომელსაც ათასი ფაქტორი ახლავს. დეტალებს, ნიუანსებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, უპირისპირდები ევროპის საუკეთესო გუნდებს, მაგრამ ერთ წამს შეუძლია ყველაფერი შეცვალო, რადგან როდესაც შენ წინ ასეთი კარგი ფეხბურთელია, შეგიძლია წამში ყველაფერი შეცვალო.
მედიის და სოციალური ქსელის შეფასებები? არ ვკითხულობ. ერთი რამის ღრმად მჯერა: ფეხბურთელმა კარგად იცის, როდის ითამაშა კარგად და როდის – ცუდად. როდესაც ამდენი წელი თამაშობ, ყველა ფეხბურთელისთვის ნორმალურია იმის ცოდნა, როგორ წაუვიდა თამაში. სასიამოვნოა როდესაც ხედავ, რომ შენზე საუბრობენ და კომპლიმენტებს გეუბნებიან, მაგრამ ასევე კარგია კრიტიკა, ოღონდ კონსტრუქციული კრიტიკა და ბოროტი კრიტიკა. სოციალური კომენტარები? ყოველთვის მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ახლოს არიან და ამით ბედნიერი ვარ. ჩემი აზრით, უნდა გიყვარდეს კომპლიმენტი და გძულდეს კრიტიკა. ასე ძალიან ადვილი იქნებოდა“, – აღნიშნა ბერნარდესკიმ.